რესტორან „ქვევრში“ გასროლის ხმა ისმოდა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ქვევრში“ გვიან ღამით, 12:00 საათის შემდეგ იარაღიდან გასროლის ხმა ისმოდა. ტელეკომპანია „TV პირველი“ იუწყება, რომ დაპირისპირება იყო მფლობელებს შორის, მათ შორის ერთ-ერთი ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ლაშა ბასლანძე იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საჭირო საგამოძიებო მოქმედებები. უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ.
საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით – ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ისჯება ორწლამდე პატიმრობით, ჯარიმით ან შინაპატიმრობით.