რესტორანში სტუმრის გამასპინძლება 5 000 ლარი, დტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის დაფინანსება – 3 000 ლარი

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ცნობით, გორის უნივერსიტეტში, 3 ათასი ლარით ფინანსება შიდა სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, რომელშიც სტუდენტია ჩართული. ეს იმ დროს, როდესაც 2025 წელს უნივერსიტეტში სტუმრის გამასპინძლების ერთჯერადი სარესტორნო ხარჯი 5 000 ლარამდე გაიზარდა.
👉 ცენტრის ვებ-გვერდზე 2025 წლის 1 ივლისს ატვირთულ დოკუმენტის მიხედვით, შიდა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის გორის უნივერსიტეტის ბიუჯეტში ჯამში 384 000 ლარია გათვალისწინებული, რაც ექსპერტების აზრით, საკმაოდ მცირეა იმ უნივერსიტეტისთვის, სადაც 3000-მდე სტუდენტი სწავლობს.
✔ ,,შიდა გრანტზე გათვალისწინებულია მაქსიმუმ 3000 ლარი, რაც არ არის საკმარისი ეფექტური სამეცნიერო კვლევის ჩასატარებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე გაიცა რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს დაფინანსების ეს ნაწილი და შეძლებისდაგვარად გაიზარდოს ფინანსური რესურსები თითოეული პროექტის შესაბამისად. ” – ვკითხულობთ ექსპერტთა საბჭოს სხდომის ოქმში.
📌 გორის უნივერსიტეტში გვითხრეს, რომ ექსპერტთა საბჭოს რეკომენდაციებზე და რჩევებზე უნივერსიტეტს პასუხი გაცემული აქვს წერილობით, თუმცა ეს დოკუმენტი ცენტრის ვებ-გვერდზე ატვირთული არაა. ამავე სხდომის ოქმიდან ვიგებთ:
✔ ,,შიდა პროექტების დაფინანსება ხდება ორი წესით. კონკურსის გამოცხადებითა და მკვლევართა ჯგუფის მიმართვის საფუძველზე… რაც შეეხება კომისიის წევრთა შემადგენლობას, აღნიშნული არ იყო გაწერილი მარეგულირებელ დოკუმენტში და სწორედ ამიტომ განისაზღვრა რჩევის სახით, რომ უფრო მეტად გამჭვირვალე გახდეს, გარდა ამისა, არა მარტო შიდა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ჩართული იყოს კომისიაში, არამედ შეძლებისდაგვარად ჩაერთოს გარე ექსპერტიც..” – ვკითხულობთ დოკუმენტში.