რესტორანი „დაფნა“ ქსელის გაფართოებას გეგმავს

რესტორანი „დაფნა“ ქსელის გაფართოებაზე მუშაობს. დამფუძნებლები ბათუმში ფილიალის გახსნის შემდეგ, განსხვავებული კონცეფციის ფილიალის გახსნას თბილისში განიხილავენ, – ამის შესახებ ტურისტული ობიექტის თანადამფუძნებელმა, ნიკოლოზ მამეიშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.
მისივე ცნობით, პირველ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით გაფართოება იგეგმება, იგივე თბილისის მიმართულებით. ამასთან, კომპანია ბრენდის ქვეყნის გარეთ ექსპორტსაც გეგმავს, თუმცა “დაფნას” დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ამას შესაბამისი გარემო პირობები სჭირდება.
“როდესაც ს სეზონი დასრულდება და შევხედავთ, თუ როგორ იმუშავებს ბათუმის ფილიალი, ფილიალის გახსნის საკითხს ამის მიხედვით, წლის ბოლოდან გავააქტიურებთ. კონკრეტულად გადაწყვეტილი არ გვაქვს, თუმცა ახალი ფილიალის გახსნას თბილისში ჩვენი არსებული ობიექტიდან მოშორებით, სავარაუდოდ საბურთალოზე განვიხილავთ”, – აცხადებს ნიკოლოზ მამეიშვილი.