რესპუბლიკური საავადმყოფო დღეიდან პაციენტების მიღებას შეძლებს

რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო დღე­ი­დან პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბას შეძ­ლებს. რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თბი­ლი­სის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა ალექ­სან­დრე მეს­ხმა გა­ნუ­ცხა­და, კლი­ნი­კა­ში ყვე­ლა დე­პარ­ტა­მენ­ტი იხ­სნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გა­და­უ­დე­ბე­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტი (ემერ­ჯენ­სი) და სტა­ცი­ო­ნა­რი მუ­შა­ო­ბას აახ­ლებს.
მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­და­უ­დე­ბე­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტსა და სტა­ცი­ო­ნარ­ში 110 სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლია და­საქ­მე­ბუ­ლი.
“გა­და­უ­დე­ბე­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტი 12 სა­წოლ­ზეა გათ­ვლი­ლი, მთლი­ა­ნო­ბა­ში კლი­ნი­კა­ში ყვე­ლა დე­პარ­ტა­მენ­ტი იხ­სნე­ბა, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. ყვე­ლა დე­პარ­ტა­მენ­ტი მზად იქ­ნე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად. ჯამ­ში, გა­და­უ­დე­ბე­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტსა და სტა­ცი­ო­ნარ­ში 110 სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლია და­საქ­მე­ბუ­ლი“, – აღ­ნიშ­ნა მეს­ხმა.
ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, გა­და­უ­დე­ბე­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტი სრუ­ლად გა­რე­მონტდა, თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტუ­რი­თა და ტექ­ნი­კით აღი­ჭურ­ვა.
“გან­ყო­ფი­ლე­ბა 12 სა­წოლ­ზეა გაშ­ლი­ლი, მო­წყო­ბი­ლია ტრი­ა­ჟის ოთა­ხი, შო­კის დარ­ბა­ზი, მცი­რე და დიდი ობ­სერ­ვა­ცი­ის დარ­ბა­ზე­ბი, ასე­ვე – ბოქ­სი­რე­ბუ­ლი პა­ლა­ტა. კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის და ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში, გან­თავ­სე­ბუ­ლია 12 სა­წო­ლი – I-II-III დო­ნის ინ­ტენ­სი­უ­რი სა­წო­ლე­ბი, გა­და­უ­დე­ბე­ლი დი­ა­ლი­ზის სა­წო­ლი, იზო­ლი­რე­ბუ­ლი და ბოქ­სი­რე­ბუ­ლი პა­ლა­ტე­ბი“,- აღ­ნიშ­ნა­ვენ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„იმ სამედიცინო პერსონალის დასაქმების მიზნით, ვინც ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის კერძო სერვისის მიმწოდებლებთან იყო დასაქმებული, კონკურსი გამოცხადდება“ – მიხეილ სარჯველაძე