რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება იყო საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა – ირაკლი კობახიძე

მინდა ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში წარმოადგინოს ახალი კონცეფცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, წელსვე დავიწყოთ ახალი შენობის მშენებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება იყო საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა.
„მოგეხსენებათ, გუშინწინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის ალტერნატიული პროექტის მომზადების შესახებ. საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ, ვფიქრობ, ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტა, რომელიც ერთი მხრივ, მოგვცემს საავადმყოფოს სრულად განახლების შესაძლებლობას და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს საავადმყოფოს პერსონალის, კოლექტივის ლეგიტიმური ინტერესების სრულად დაცვას. მე მინდა ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში წარმოადგინოს ახალი კონცეფცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, წელსვე დავიწყოთ ახალი შენობის მშენებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კოლეგებთან ერთად, მე დღეს შირაქის ველზე ვარ, ოპოზიციიდან კი გახარია ბერლინშია, „ნაცები“ ლონდონში, ზოგი ბრიუსელში, ზოგი სად, მაგრამ არ არიან ქართველ ხალხთან – უნდათ, კომფორტში, ასფალტზე იყვნენ

ახმედ ალილი – აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის