“რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა კომპენსაციის სასურველი პაკეტი უკვე აირჩია” – ჯანდაცვის სამინისტრო თანამშრომლების ვინაობას კონფიდენციალურად ტოვებს

ჯანდაცვის სამინისტრო, კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრებს განაგრძობს, – ინფორმაციას ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა, კომპენსაციის სასურველი პაკეტი უკვე აირჩია და მათთან შესაბამისი დოკუმენტი იურიდიულად გაფორმდა.

“პატივს ვცემთ კლინიკის თანამშრომლების სურვილს, კოლეგების ნაწილისგან, ზეწოლის თავიდან ასარიდებლად, მათი ვინაობა და გადაწყვეტილება კომპენსაციებთან დაკავშირებით, დარჩეს კონფიდენციალური. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია უწყების მიერ არ გასაჯაროვდება”, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რადიკალიზმის და მათი დამფინანსებლების წინააღმდეგ კანონი მუშაობს, როგორც ეს მიღებულია ჩვენს “სანატრელ ევროპაში” – ეს ის არასამთავრობოები არიან, ვინც ფინანსების გამჭირვალობას მალავს და აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს არეულობის, ძალადობრივი ქმედებებისა და რევოლუციისათვის

ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე: ადამიანს, რომელთანაც აქვთ კითხვები, რომელზეც აქვთ ზეწოლა, უპირებენ ელჩობას?! კაცს ავიწროებდნენ და თავისუფლად გადიოდა [საზღვრებს გარეთ]- ლოგიკაში ჯდება?!