რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ნაწილს სასამართლოში სარჩელი შეაქვს

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების საორგანიზაციო ჯგუფი სასამართლოში სარჩელს შეიტანს. მათი მთავარი მოთხოვნა საუნივერსიტეტო კლინიკაში გამოცხადებული რეორგანიზაციის გაუქმებაა.
სამედიცინო პერსონალის ნაწილი დღეს კლინიკის ეზოში შეიკრიბა და მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერა.
ექიმების ნაწილის პროტესტის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრომ იმ კლინიკების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც ექიმებს დასაქმებას სთავაზობს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების უფროსის, ნინო ოთარაშვილის განცხადებით, თანამშრომლები ტოლფას პოზიციაზე იმავე ანაზღაურებით უნდა დასაქმდნენ, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჰქონდათ.
“ვითხოვთ რეორგანიზაციის შეჩერებას, რომ დავუბრუნდეთ სამუშაო მაგიდას და მივიღოთ გადაწყვეტილება – როგორ ვიქცევით შემდგომში. უნდა დავსაქმდეთ ტოლფას პოზიციაზე და იგივე ანაზღაურებით, რომელიც მე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მქონდა. ეს ხდება იმიტომ, რომ რესპუბლიკურის თანამშრომელს, შეიძლება, უფრო მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს, ვიდრე იმ კლინიკის თანამშრომელს”, – განაცხადა ნინო ოთარაშვილი.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის, გივი პისარევის განცხადებით, ექიმების სხვა კლინიკაში დასაქმების საკითხი ჯერ ბუნდოვანია.
“ცოტა ბუნდოვანია, ვინ სად უნდა გადავიდეს, როცა იქ ადამიანი უკვე მუშაობს. ლოგიკურია, რომ ახალ შენობაში, ახალ სივრცეში ვიყოთ და გადავნაწილდეთ და არა სხვა კლინიკებში, რომელიც ისედაც სავსეა”, – განაცხადა გივი პისარევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ითხოვენ პატიოსნება და ოჯახის ღირსება გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთ, ქართული ადათ-წესები, ისტორია და წინაპრები დაივიწყეთ – LGBT საზოგადოების მომავლის დაცვაზე იზრუნეთ და კანონებით გაამყარეთო

ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“, „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების გაუქმებას და LGBTIQ პირთა უფლებების უზრუნველყოფას