რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის ნაწილი აქციას მართავს

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის ნაწილი აქციას მართავს. ისინი ითხოვენ გადაიდოს კლინიკის ნაწილის დემონტაჟი, სანამ საავადმყოფოს მიმდებარედ სხვა ახალი კლინიკა არ აშენდება. ამ პერიოდის განმავლობაში მათ სურთ საქმიანობის გაგრძელება.
“არ გვაქვს იმის ილუზია, რომ არ ჭირდება ამ შენობას ან რეკონსტრუქცია ან განახლება. თანამედროვე კლინიკის წინააღმდეგი დღეს, 21-ე საუკუნეში, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ არ შეწყდეს ამ კოლექტივის ფუნქციონირება. მეორე, რაც მთავარია, არ დაიშალოს ის კოლექტივი, რომელიც აქ მრავალი წლის მანძილზე მუშაობს. ვითხოვთ, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდეს სამედიცინო საქმიანობა”, – განაცხადა ექიმმა ლევან გოფოძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 50 ექიმი სხვადასხვა კლინიკაში უკვე გადანაწილებულია, მათ შორის რუხის სამედიცინო ცენტრში და კერძო კლინიკებშიც.
ოფიციალურად დაიწყო თანამშრომლებისთვის კომპენსაციების შეთავაზებაც. თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი, თუ სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, ოთხი თვის ხელფასს მიიღებს.
სამედიცინო პერსონალს, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, სამი წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას