რესპუბლიკური პარტია კონგრესის ორივე პალატას გააკონტროლებს

რესუბლიკურმა პარტიამ, სენატის შემდეგ, ახლა უკვე წარმომადგენელთა პალატის გასაკონტროლებლად საჭირო მანდატების რაოდენობა მოიპოვა.
წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელთა გამარჯვებამ არიზონაში, ოთხშაბათს ადრე კი კალიფორნიაში, პარტიას 218 მანდატი მოუტანა, რომლიც უმრავლესობას ქმნის. რესპუბლიკელებმა სენატის კონტროლი ადრე დემოკრატებისგან მოიპოვეს.
კონგრესის ორივე პალატაში მიღებული უმრავლესობით, რესპუბლიკელი ლიდერები, მომავალი ადმინისტრაციის წრაფ დამტკიცებას და ქვეყნის შესახებ, არჩეული პრეზიდენტის, ს ხედვის სწრაფ განხორციელებას გეგმავენ.
მომავალმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ განახორციელებს ყველაზე მასშტაბურ დეპორტაციის ოპერაციას, გაახანგრძლივებს საგადასახადო შეღავათებს, დასჯის თავის პოლიტიკურ მტრებს და შეცვლის -ის ეკონომიკას. რესპუბლიკური პარტიის არჩევნებში გამარჯვება უზრუნველყოფს იმას, რომ კონგრესი ამ დღის წესრიის მონაწილე იქნება და დემოკრატები თითქმის უძლურნი იქნებიან წინააღმდეგობაში.
2016 წელს, როდესაც პრეზიდენტად პირველად აირჩიეს, რესპუბლიკურმა პარტიამ, ასევე მიიღო უმრავლესობა კონგრესის ორივე პალატაში, თუმცა მაშინ, პრეზიდენტ ტრამპს ასევე დახვდა რესპუბლიკელი ლიდერები, რომლებიც მისი პოლიტიკის იდეების ნაწილს წინააღმდეგობას უწევდნენ. ამასთან უზენაეს სასამართლოში ლიბერალური უმრავლესობა იყო – ამჯერად არა.
დონალდ ტრამპი, ოთხშაბათს ვაშინგტონში ვიზიტისას, ასევე შეხვდა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებს.
”ვეჭვობ, კენჭს აღარ ვიყრი, თუ არ იტყვით: ”ის“ კარგია, რაღაც სხვა უნდა მოვახერხოთ“ – უთხრა ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებს, რომლებმაც საპასუხოდ გაიცინეს.
”რესპუბლიკელებს პალატასა და სენატში აქვთ მანდატი”, – თქვა ჯონსონმა ამ კვირის დასაწყისში. „ამერიკელ ხალხს სურს, რომ განვახორციელოთ „ამერიკა უპირველესად“ დღის წესრიგი“, – თქვა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
სენატში, რესპუბლიკელი ლიდერები, რომლებმაც ახლად მოიპოვეს დამაჯერებელი უმრავლესობა, უკვე მუშაობენ ტრამპთან, რათა მის მიერ არჩეული კაბინეტის წევრები დაამტკიცონ. სამხრეთ დაკოტის სენატორმა ჯონ თუნმა მოიგო შიდა ოთხშაბათს, რომელმაც პარტიის ლიდერის პოსტზე, სენატორი მიტჩ მაკკონელი შეცვალა.
თუნი წარსულში აკრიტიკებდა ტრამპს, მაგრამ არჩევნებში ლიდერობის დროს, მან მომავალ პრეზიდენტს მხარი დაუჭირა.
„რესპუბლიკური გუნდი ერთიანია. ჩვენ ერთ გუნდში ვართ“, – განაცხადა თუნმა. „მოხარულები ვართ, უმრავლესობის დაბრუნებით და ვიმუშაოთ ჩვენს კოლეგებთან პალატაში, რათა განვახორციელოთ პრეზიდენტი ტრამპის დღის წესრიგი“, – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – გარედან ვერავინ დაგვინიშნავს ხელისუფლებას, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საქართველო არის მათი კოლონია და ბრიუსელში ან სადღაც რა გადაწყვეტილებასაც თვითონ მიიღებენ, ისე უნდა იყოს – არ გამოვა, მეგობრებო, ასე!