რესპუბლიკის მოედნიდან რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა დაიწყო

რესპუბლიკის მოედნიდან რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა მიმდინარეობს.
მარშის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და პარლამენტის მიმართულებით მიემართებიან, სადაც შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან.
ისინი სკანდირებენ: “დიდება გმირებს!”.
გარდა ამისა თბილისში დაგეგმილია, რამდენიმე საპროტესტო მარში. კერძოდ, სტუდენტები იკრიბებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ლოზუნგით: „ჩვენი მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, რის შემდეგაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ.
რუსთაველის თეატრთან შეიკრიბებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც, სლოგანით: „კულტურა დამოუკიდებლობისთვის“.