„რესპუბლიკის მოედანზე“ შეკრებილი ოპერატორები და ჟურნალისტები პარლამენტთან მსვლელობით მიდიან

მედიის მხარდამჭერ აქციაზე „რესპუბლიკის მოედანზე“ შეკრებილი ოპერატორები და ჟურნალისტები საქართველოს პარლამენტთან მსვლელობით მიდიან. რუსთაველის გამზირზე გზა ნაწილობრივაა გადაკეტილი.
აქციის მონაწილე ჟურნალისტები და ოპერატორები ერთმანეთისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად არიან შეკრებილი.
ისინი სკანდირებენ: „სოლიდარობა მედიას“, „თავისუფლება მედიას“.
პარალელურად მათ მოქალაქეები მანქანებიდან სიგნალებითა და შეძახილებით ამხნევებენ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქციების დროს დაშავდნენ.
აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმის ობიექტი გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ტვ პირველის“ ოპერატორს გიორგი შეწირულს და ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას