რესპუბლიკის მოედანზე საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენება გაიმართება, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ქართველი გულშემატკივრებისთვის 20 მარტს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც სომხეთი-საქართველოს საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.
დაგეგმილი ღონისძიების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 20 მარტის 00:30 საათიდან 21 მარტის 14:00 საათამდე იმოქმედებს.
რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, გადაადგილებას შეძლებენ კვლავ რუსთაველის გამზირისკენ, ასევე, იმოძრავებენ სა და მერაბ კოსტავას ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან, კოსტავას ქუჩიდან კი მოძრაობას შეძლებენ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე, ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, კვლავ კოსტავას ქუჩას დაუკავშირდებიან.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის საშუალებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით; N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ გადაადგილდება, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.
უეფა-ს ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის პლეი-ოფის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 20 მარტს, 21:00 საათზე, ერევანში გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე – დღეს რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა – სცენარიც ნაცნობია და შედეგიც: კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა

მამუკა მდინარაძე – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალია და კურსი უნდა შევცვალოთ – როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო