რესპუბლიკის მოედანზე აქცია-კონცერტი, “მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის” დასრულდა – ორგანიზატორების ინფორმაციით, მარათონზე ამ დროისთვის 250 000 ლარი შეგროვდა

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქველმოქმედო აქცია-კონცერტი სახელწოდებით: “მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის” დასრულდა.
კონცერტის მიზანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარება იყო კერძოდ, მათი ჯარიმებისგან გათავისუფლება.
აქცია-კონცერტის მიმდინარეობისას მოქალაქეებს QR კოდები დაურიგდათ, მასზე ის ანგარიშის ნომრები იყო დატანილი, სადაც მოქალაქეებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ.
მარათონზე, 01:00 საათის მონაცემებით, 250 ათასი ლარი შეგროვდა.
აქცია საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა, მოქალაქეებს მიტანილი ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ამასთან ბანერები წარწერით: “არა რუსულ კანონს”, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.
აქცია-კონცერტის დაწყებამდე “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” – ამ ლოზუნგით ორბელიანის სასახლიდან რესპუბლიკის მოედნამდე მსვლელობა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!