რესპუბლიკელმა მეტ ვან ეპსმა გაიმარჯვა -ის წარმამადგენელთა პალატის რიგგარეშე არჩევნებში

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ადგილისთვის გამართულ რიგგარეშე არჩევნებში ტენესის შტატის მე-7 საკონგრესო ოლქში გაიმარჯვა რესპუბლიკელმა მეტ ვან ეპსმა. ხმების დათვლის წინასწარი შედეგების თანახმად, მან ხმების დაახლოებით 54,5% მიიღო, ხოლო დემოკრატმა წარმომადგენელმა აფტინ ბენმა – 45,5%.
ოლქში, რომელიც ტრადიციულად რესპუბლიკელების დასაყრდენია, არჩევნებმა ყურადღება მიიპყრო, რადგან გამოკითხვები აჩვენებდა, რომ დემოკრატ კანდიდატს ამჯერად გამარჯვების შანსი ჰქონდა იმის ფონზე, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი პოლიტიკის მოწონების მაჩვენებელი ერთგარად დაეცა. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპმა ამ ოლქში 20%-ზე მეტით გაუსწრო კამალა ჰარისს. ვან ეპსმა 9%-იანი უპირატესობა მოიპოვა.
ტრამპმა სოციალურ მედიაში პირადად გამოხატა მხარდაჭერა რესპუბლიკელი კანდიდატის მიმართ.
ოლქში დემოკრატების გამარჯვება წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების უმრავლესობას ორ ხმამდე შეამცირებდა, რასაც შეიძლება საფრთხე შეექმნა სპიკერ მაიკ ჯონსონის პოზიციისთვის. ტენესის შტატში გამარჯვების შემდეგ რესპუბლიკელებს 220 ხმა ექნებათ. უმრავლესობა 218 ხმით არის გარანტირებული.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ეროვნულ დონეზე დემოკრატებს ამჟამად უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ მომავალი წლის არჩევნებში წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვონ, ვიდრე რესპუბლიკელებს – შეინარჩუნონ იგი. თუმცა, არჩევნებამდე თითქმის ერთი წელი რჩება და ვითარება შეიძლება შეიცვალოს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ