რესპუბლიკელი სენატორები ტრამპს მოუწოდებენ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება აღადგინოს

გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, რესპუბლიკელი სენატორები -ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდებენ, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება განაახლოს.
The Hill-ის ცნობით, სენატორები არ უარყოფენ, რომ ტრამპს უფლება აქვს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დროებით შეაჩეროს, რათა ომის მდგომარეობა შეაფასოს, NATO-ს წევრ ქვეყნებზე ზეწოლით მათი შეტანილი წვლილის ზრდა სცადოს, ან პუტინსა და ზელენსკის შორის სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის ფანჯარა გახსნას.
თუმცა, სენატორები შიშობენ, რომ უკრაინისთვის იარაღებისა და საბრძოლო მასალის მიწოდების ხანგრძლივი პერიოდით შეწყვეტა მის ბრძოლისუნარიანობას სერიოზულად დააქვეითებს და რუსეთთან მოლაპარაკებებში ბერკეტებს წაართმევს.
გარდა ამისა, რესპუბლიკელი სენატორები სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის მიზანს ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ დაზვერვის გაზიარება ახლავე უნდა აღდგეს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ზოგიერთი რესპუბლიკელი სენატორი კრიტიკულად არის განწყობილი რუსეთთან ომის გამო უკრაინიდან წამოსული 240 000-ზე მეტი მოქალაქისთვის დროებითი ლეგალური სტატუსის მოხსნის გეგმის მიმართაც.
სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ თუნმა თქვა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეჩერება დროებითია.
“მნიშვნელოვანია, რომ პაუზაა და არა შეწყვეტა. ვფიქრობ, ეს მოლაპარაკების ნაწილია. ვიმედოვნებ, რომ, ბოლოს, ხალხს მაგიდასთან შევკრებთ და შევძლებთ ისეთი შეთანხმება მოვილაპარაკოთ, რომელიც ამ სამწლიან კონფლიქტს მშვიდობიან დასასრულს მოუტანს და, იმედია, ისეთს, რომელიც უკრაინელი ხალხის სუვერენიტეტს პატივს სცემს”. – თქვა თუნმა.
უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის შეჩერებაზე ინფორმაცია 5 მარტს, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმაც დაადასტურა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციამ მას შემდეგ გადადგა, რაც თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ სთან შეკამათება მოხდა.
ამასთან, რეტკლიფის თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ წინა დღით გავრცელებული განცხადების შემდეგ, მისი აზრით, სთან სამხედრო და სადაზვერვო კუთხით აღებული პაუზა დამთავრდება და მხარეები მუშაობას გააგრძელებენ.
წყარო: tabula.ge