რესპუბლიკელთა ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინის დახმარებას კენჭს შაბათს უყრიან

კიევის დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, შაბათს, 20 აპრილს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა კენჭს უყრის უკრაინის დახმარების ფინანსურ პაკეტს. განცხადება ამის შესახებ 17 აპრილს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა გააკეთა. მანამდე, ჯონსონმა 15 აპრილს თქვა, რომ პალატა სა და უკრაინის დახმარების ცალ-ცალკე კანონპროექტად განიხილება.
პრეზიდენტ ს მიერ წარდგენილ, დაახლოებით $95-მილიარდიან საბიუჯეტო კანონპროექტში, რომელიც დემოკრატებით კონტროლირებულმა სენატმა ორ თვეზე მეტი ხნის წინ დაამტკიცა, უკრაინის უსაფრთხოებისთვის 60.84 მილიარდის დახმარებაა გათვალისწინებული. აქედან, $23.2 მილიარდს ვაშინგტონი საკუთარი შეიარაღების მარაგებისა და ობიექტების შესავსებად გამოიყენებს. დანარჩენი თანხა კი, ისრაელის ($26.38 მილიარდი) და ტაივანის ($9.1) დახმარებისთვის არის განსაზღვრული.
ჯონსონმა თქვა, რომ პალატის წევრებს მისცემს 72 საათს – შაბათს შუადღემდე, რათა განიხილონ კანონპროექტი და შესთავაზონ შესწორებები, მის კენჭისყრაზე დაყენებამდე. მან ასევე თქვა, რომ გამოაქვეყნებს საზღვრის უსაფრთხოების ცალკე კანონპროექტს, რომელიც დააკმაყოფილებს კონსერვატორი რესპუბლიკელების მოთხოვნას. საუბარია 4 საკანონმდებლო პროექტზე, რომელთა შორის სახელდება უკრაინის, ისრაელის, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის და ამერიკის საზღვრის უსაფრთხოების კანონპროექტები.
დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიესალმა ჯონსონის გადაწყვეტილებას და პალატას მისი დამტკიცების დაჩქარებისკენ მოუწოდა. „ამ კანონს დაუყოვნებლივ მოვაწერ ხელს, რათა მსოფლიოს მივაწოდო შემდეგი გზავნილი: ჩვენ ვდგავართ ჩვენს მეგობრებთან ერთად და ირანს ან რუსეთს, წარმატების მიღწევის უფლებას არ მივცემთ“, – განაცხადა ბაიდენმა.
ულტრაკონსერვატორი რესპუბლიკელები ჯონსონს ღიად უპირისპირდებიან. ზოგიერთი მათგანი სპიკერის გადაყენებაზეც კი საუბრობს. ისინი ითხოვდნენ, რომ პალატის სპიკერს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო კანონპროექტი, მათი მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე, კენჭისყრაზე არ დაეყენებინა. რესპუბლიკელთა სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატ, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კონსულტაციებით, კონსერვატორ რესპუბლიკელთა მოთხოვნებს შორისაა ს დახმარების ნაწილის ვალად რესტრუქტურიზაცია და მექსიკასთან, -ის სამხრეთ საზღვარზე, უსაფრთხოების პოლიტიკის შეცვლა.
ერთერთი ყველაზე კატეგორიული რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, მარჯორი ტეილორ გრინია. მან ისევ გაიმეორა მუქარა ჯონსონის გადაყენების შესახებ. “ჯო ბაიდენმა ახლახან განაცხადა, რომ მხარს უჭერს პალატის კანონპროექტს, რომელსაც ჯონსონი აწინაურებს”, დაწერა კანონმდებელმა სოციალურ ქსელ X-ზე და დასძინა: “ჯონსონი არ არის ჩვენი (რესპუბლიკელების) სპიკერი, ის მათია (დემოკრატების). საკითხავია, კიდევ რამდენ ხანს მოითმენს ამას ჩვენი თავშეყრა”.
ჯონსონის თქმით, ის არ დაუშვებს მუქარამ მასზე გავლენა იქონიოს და ხაზგასმით იმეორებს, რომ ახლა უკრაინის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. „შემეძლო ეგოისტური გადაწყვეტილების მიღება… მაგრამ, მე აქ ვაკეთებ იმას, რაც მიმაჩნია, რომ სწორია“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს ,17 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე.