რესპუბლიკელები იმედოვნებენ, რომ ტრამპისთვის შავკანიანი ამომრჩევლების ხმებს მოიპოვებენ, რაც იოლი არ იქნება

ორლანდო ოუენსი, იშვიათი შავკანიანი რესპუბლიკელი აქტივისტი, მილუოკის მეტწილად შავკანიანებით დასახლებული რაიონიდან, იმედოვნებს, რომ მიმდინარე საარჩევნო სეზონი შესაძლოა განსხვავებული იყოს.
იმ დროს, როდესაც ეროვნული გამოკითხვები დემოკრატ პრეზიდენტ ს მიმართ ენთუზიაზმის ქრობას აჩვენებს, განსაკუთრებით შავკანიან ამომრჩევლებში, რომლებიც ამბობენ, რომ გაწბილებული არიან ეკონომიკის და სხვა საკითხებში მისი ქმედებებით, ვისკონსინის შტატის რესპუბლიკური პარტიის ოფიციალური პირები და აქტივისტები ამაში შესაძლებლობის ფანჯარას ხედავენ.
ვისკონსინის რესპუბლიკელებმა თებერვალში, პარტიის საზოგადოებასთან ჩართულობის ცენტრში, ისტორიულად შავკანიანთა უბან ბრონზვილში, შავკანიანთა ისტორიის თვის ღონისძიებას უმასპინძლეს. ოუენსი, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ქალაქის მეტწილად შავკანიანებით დასახლებულ 6 რაიონში, გეგმავს შავკანიანთა ბიზნესების და ეკლესიის წინამძღოლთა მრგვალი მაგიდა და კარდაკარ კამპანია მოაწყოს, რომელიც იმ ამომრჩევლებისკენ იქნება მიმართული, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
სააგენტო „როიტერი“ მილუოკის მეტწილად შავკანიანებით დასახლებულ უბნებში 30 შავკანიან ამომრჩეველს გაესაუბრა. მათგან ნახევარმა თქვა, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია ნოემბერში ხმა ბაიდენს მისცეს თუ არჩევნებში საერთოდ მონაწილეობა არ მიიღოს. 15-დან დაახლოებით 10-მა, ვინც ბაიდენით უკმაყოფილოა, ასევე გამოხატა სკეპტიციზმი რესპუბლიკელთა მხრიდან ამ უბნის ხანგრძლივად მხარდაჭერის და შავკანიანთათვის საჭირბოროტო საკითხების მიმართ ყურადღების შესახებ. 30 გამოკითხულის მესამედმა, მეტწილად პენსიონერებმა თქვეს, რომ ბაიდენისთვის ხმის მიცემას აპირებენ.
ვისკონსინში და კიდევ რამდენიმე შტატში შავკანიანი ამომრჩევლების აქტიურობა დაეხმარა ბაიდენს, რომ 2020 წელს თეთრ სახლში აღმოჩენილიყო. მოსალოდნელია, რომ 2024 წლის არჩევნების ბედსაც იგივე შტატები განსაზღვრავენ.
პიუს კვლევითი ცენტრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ შავკანიან ზრდასრულ მოსახლეობაში ბაიდენის რეიტინგი იანვარში 48 პროცენტამდე დაეცა. მისი რეიტინგის პიკი (89%) 2021 წლის აპრილში აღირიცხა.

ასევე დაგაინტერესებთ