რეჟიმს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობითა და ტერორით ებღაუჭება ძალაუფლებას, დღეები დათვლილი აქვს – მერცი ირანზე

რეჟიმს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობითა და ტერორით ებღაუჭება ძალაუფლებას, დღეები დათვლილი აქვს – მერცი ირანზე
ირანის რეჟიმს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობითა და ტერორით ებღაუჭება ძალაუფლებას, დღეები დათვლილი აქვს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩემი რწმენა იგივეა: რეჟიმის, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობითა და ტერორით ებღაუჭება ძალაუფლებას, დღეები დათვლილია. ეს შეიძლება კვირების საკითხი იყოს, მაგრამ ამ რეჟიმს ქვეყნის მართვისთვის არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნია.
რეჟიმის წინააღმდეგ ბოლო დემონსტრაციების დროს გარდაცვლილთა რიცხვი თუ ხუთნიშნა იყო, ეს აჩვენებს, რომ მოლების რეჟიმს მხოლოდ პირდაპირი ტერორით შეუძლია ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას”, – განაცხადა მერცმა.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე: რაც მთავარია, უნივერსიტეტების ბალანსზე არსებულ კორპუსების მნიშვნელოვან ნაწილს დაყიდიან და სახელისუფლებო დეველოპერებს თბილისის ცენტრში ახალ სიმახინჯეებს ააშენებინებენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – სამხრეთ აფრიკაშიც ნებისმიერი უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, მით უმეტეს გაერთიანება, წყდება მმართველ საბჭოებთან ერთად – ბუნდოვანია, რომ თუ ყველაფერი უცვლელად რჩება, რა არის გაერთიანების მიზანი?

ზურაბ ჯაფარიძე: ამერიკა რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად, ქართველი ხალხის პარტნიორად. მათ აინტერესებთ საქართველო იყოს განვითარებული დემოკრატია, ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ