რეჟიმი პროტესტის მონაწილეებს თავს ესხმის სადარბაზოებთან, ქუჩებსა და სახლში

ივანიშვილის რეჟიმი ორდღიანი სატელეფონო ტერორის შემდეგ აქციის მონაწილეების ფიზიკურ დევნას შეუდგა.
ნაცემია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, დიმა ჩიქოვანი, რომლის თქმითაც, თავს მაშინ დაესხნენ როცა სახლში მარტო იმყოფებოდა.
ნაცემია ასევე რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორი, ლაშა ღვინიანიძე. ტვ პირველმა გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს როგორ გარბის რამდენიმე პირი ღვინიანიძეზე თავდასხმის შემდეგ.
ხელკეტებით სცემეს გია ჯაფარიძეს, ზურაბ ჯაფარიძის ძმას.
“პირდაპირ ცემა დაიწყეს, ბევრი მირტყამდა, ორი ნაღდად იყო, რაღაც ჯოხებით [იყვნენ], რატომ ვეწინააღმდეგები რუსულ კანონს – ამას ამბობდნენ”. – თქვა ჯაფარიძემ თავდასხმის შემდეგ.