რეჟიმი მოქალაქეებს ამჯერად მკვლელობის მუქარით ურეკავს

გირჩი-მეტი თავისუფლების წევრების, ბორის ყურუასა და ნიკა მოსიაშვილის თქმით, მათ უცნობი ნომრიდან კიდევ ერთხელ დაურეკეს და ამჯერად მოკვლით დაემუქრნენ. ამის შესახებ ისინი Facebook-ზე წერენ.
“ტიპი მირეკავს, მისამართს მეუბნება, სახლიდან ჩამოდი, უნდა მოგკლაო. სახლში არ ვარ, მოდი სადაც ვარ, ან სახელი მითხარი, ან გვარი და მე მოგაგნებ, მე გნახავ-თქო და არ მეუბნება.
უკან რომ ვრეკავ, ნომერი არ არის რეგისტრირებულიო. სად პოულობთ ასეთ სი*ებს?”. – წერს ბორის ყურუა.
“ახლა ამ ნომრიდან დამირეკეს, გინებით, შენს სახლთან ვარ მირიან მეფეზე და ჩამოდი, დღეს იქნება შენი ბოლო დღეო.
მეთქი, ჯიგარო, ეგეთი მონდომებული თუ ხარ, ხაშურში ვარ ახლა, ჩამოდი, ჭიჭკარში მოგი*ყნავ დედას-მეთქი და მანდ რა გინდაო.
ქართული ოცნება / Georgian Dream მარტო ფაქტობრივი მისამართი მიეცით?”. – წერს ნიკა მოსიაშვილი.
გუშინ, 7 მაისს მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებთან უკრაინული ტელეფონის ნომრებიდან უცნობი პირი რეკავდა, ემუქრებოდა და შეურაცხყოფას აყენებდა.