რეპუტაციაშელახული სალომე ზურაბიშვილი თავს დაესხა ჩვენს სახელოვან ოფიცრებს და ამას აკეთებს აგენტოკრატიის მონობით – აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „ს შეწყალებით, სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი” ესროლა პოლიციელს”.
ანალიტიკოსის თქმით, ალბათ, უღირს ამგვარი ტოტალურად უმსგავსო ქმედებები, რადგან სინდის-ნამუსი დიდი ხანია დაკარგა უსაქციელო ე.წ. პრეზიდენტმა. „ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი უზუსტესი შეფასება – რეპუტაციაშელახული თავს დაესხა ჩვენს სახელოვან ოფიცრებს! და ამას აკეთებს აგენტოკრატიის მონობით. მერამდენედ ვიტყვი – ალბათ, უღირს ამგვარი ტოტალურად უმსგავსო ქმედებები, რადგან სინდის-ნამუსი დიდი ხანია დაკარგა უსაქციელო ე.წ. პრეზიდენტმა. ქართული საზოგადოება სამაგალითოდ მომთმენია, თორემ აქამდე სავარძლიანად გამოათრევდნენ ორბელიანების სასახლიდან ისე, რომ ვერანაირი დაცვა უშველიდა.”- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა