“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ნამდვილად გასულან სამართლისა და ობიექტურობის საზღვრებს მიღმა

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ნამდვილად გასულან სამართლისა და ობიექტურობის საზღვრებს მიღმა
„ხალხის ძალის“ წევრი , სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს მიერ გამოქვეყნებულ სიას ეხმაურება, სადაც „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2025 წლის 34-კაციან ჩამონათვალში მოხვდა და აღნიშნავს, რომ „საქართველოში 2025 წლის მონაცემები: ტელევიზია 50, რადიო 40 – 45, ბეჭდური მედია 25 – 40, ონლაინ პორტალი 150 – 250, “youtube” (პოდკასტები და სხვა).“ მისივე თქმით, „საქართველოში დღეს, ნებისმიერი ხასიათის “ონლაინ-პლატფორმა” დაცულია კანონმდებლობის შესაბამისად. რაც მთავარია, უმეტესობა ოპოზიციურად განწყობილი სუბიექტია“.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ნამდვილად გასულან სამართლისა და ობიექტურობის საზღვრებს მიღმა, თუმცა სადაც “დიფ სთეითი”, სოროსის სინდიკატი და ჩრდილოვანი მმართველები ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის ტოტალურ კონტროლს, არაფერია გასაკვირი.
„მე არ ვიცი რა ხდება – ამერიკაში, უნგრეთში, სლოვაკეთში თუ ისრაელში, თუმცა საქართველოში 2025 წლის მონაცემები:
* ტელევიზია 50;
* რადიო 40 – 45;
* ბეჭდური მედია 25 – 40;
* ონლაინ პორტალი 150 – 250;
* “youtube”(პოდკასტები და სხვა) 100 + ;
საქართველოში დღეს, ნებისმიერი ხასიათის ტელე/რადიო პლატფორმის რეგისტრაცია სამართლებრივად უმარტივესია.
საქართველოში დღეს, ნებისმიერი ხასიათის “ონლაინ-პლატფორმა” დაცულია კანონმდებლობის შესაბამისად.
რაც მთავარია, უმეტესობა ოპოზიციურად განწყობილი სუბიექტია.
საქართველოში დღეს, ვისი ტელეფონის კამერის ფუნქციაც მუშაობს, ყველა ჟურნალისტად, ოპერატორად და რეპორტიორად იქცა სქესის, მრწამსის და პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად.
აქედან გამომდინარე – “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ნამდვილად გასულან სამართლისა და ობიექტურობის საზღვრებს მიღმა, თუმცა სადაც “დიფ სთეითი”, სოროსის სინდიკატი და ჩრდილოვანი მმართველები ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის ტოტალურ კონტროლს, არაფერია გასაკვირი!
P.S.
გაუმარჯოს მშვიდობის, სიყვარულის, სიმდიდრისა და სიმართლის სამინისტროებს. ორუელისეული 1984-ის მადლი გფარავდეთ, სრულიად ლიბერალეთს.“ – წერს ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინამ დაარღვია კონკრეტული იურიდიული პირის უფლებები, როცა მას სანქცია დაუსაბუთებლად დააკისრა. ასევე დაარღვია კონვენციის მე-13 მუხლი, ვინაიდან მოსარჩელეს ეროვნულ დონეზე უფლების დაცვის ეფექტიანი შესაძლებლობა არ ჰქონია

უკრაინული ლატარიის კომპანიის მიერ მოგებულმა სასამართლო დავამ ფარდა ახადა ევროკავშირის კურირების ქვეშ უკრაინის მიერ გამოცხადებული სანქციების, როგორც უკანონო პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენების მანკიერ პრაქტიკას