რეორგანიზაცია თბილისის საბავშვო ბაღებშიც გამოცხადდა

„ეცნობოს […] ყველა თანამშრომელს ორგანიზაციული ცვლილებების დაწყების გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ“, – წერია ბრძანებაში.
თბილისის საბავშვო ბაღები დედაქალაქის მერიის დაქვემდებარებაშია. უწყების პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ არა მარტო საბავშვო ბაღების გაერთიანებაში, არამედ თბილისის მერიის დაქვემდებარებულ ყველა სხვა უწყებაშია გამოცხადებული რეორგანიზაცია.
„არანაირი პოლიტიკური ნიშნით რაიმე ცვლილება“, – უთხრეს რადიო თავისუფლებას ბაღების გაერთიანებაში.
თბილისის მერიაში რეორგანიზაცია ბოლო რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. მერმა კახა კალაძემ, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანიც არის, ეს პროცესი საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციების პარალელურად დაიწყო.
საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ არ წყდება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ხალხი ქუჩაში გამოიყვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, პარტია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებს ევროინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
„ქართული ოცნება“დემონსტრაციების პარალელურად ამკაცრებს კანონებს – შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება, გაზარდა ჯარიმები და გაამარტივა საჯარო სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი.
უშუალოდ თბილისის მერიიდან თანამშრომლების გათავისუფლება 2024 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყეს – პირველ ეტაპზე სამსახურიდან დაითხოვეს პრესსამსახურის თანამშრომელი თაია მახარაშვილი და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე. თუმცა პროცესი ამით არ დასრულებულა.
თბილისის მერიიდან გაათავისუფლეს ის თანამშრომლები, რომლებიც პეტიციაზე ხელმოწერით გმობდნენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რადგან მიაჩნდათ, რომ ამით ქვეყნის ევროინტეგრაცია ჩერდებოდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო – მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

უჩა ნანუაშვილი – ეს არის დიდი აბსურდი, როცა უფლებადამცველს უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ იმის გამო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა