რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომხურ ეკლესიას ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომხურ ეკლესიას ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ულოცავს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო ეკლესია უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულებს, იესო ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს.
„შობა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელმაც სამყარო შეცვალა. უფლის ნათლისღება კი, ახალი აღთქმის თანახმად, იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში იესო ქრისტეს მონათვლას უკავშირდება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას, სომეხ თანამოქალაქეებს დღესასწაულებს და წარმატებებს უსურვებს მათ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი: მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, მიიღონ იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი – ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება, ეს არ იქნება სასიამოვნო