რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მუსლიმებს ყურბან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა მუსლიმს ყურბან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, მუსლიმები ყურბან ბაირამს ზეიმობენ.
„16-19 ივნისს სრულიად მუსლიმური სამყარო ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, ყურბან ბაირამს (იდ ალ-ადჰა) ზეიმობს.
დღესასწაული სამი-ოთხი დღე გრძელდება. ამ პერიოდში მორწმუნის ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება ღვთის სიყვარულისა და მორჩილების გამოსახატად მსხვერპლის შეწირვაა.
მუსლიმურ ტრადიციაში ეს დღესასწაული აახლოებს ადამიანს ღმერთთან, ხოლო ცხოველის რიტუალური შეწირვა (რომელსაც ურიგებენ ღარიბ-ღატაკებს) გულისხმობს სულიერ მიმართვას ღმერთისადმი. მეჩეთებში სრულდება სადღესასწაულო ლოცვა, რომლის შემდეგ კითხულობენ ქადაგებას. იდ ალ-ადჰა არის ისლამის ერთ-ერთი საფუძვლის – ჰაჯის (წმინდა ადგილების მომლოცველობა) შესრულების კულმინაცია მექაში.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მუსლიმს ამ დღესასწაულს და უსურვებს წარმატებებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ