რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკურ ეკლესიას ღვთის განცხადების დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკურ ეკლესიას ღვთის განცხადების დღესასწაულს ულოცავს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს კათოლიკური ეკლესია ღვთის განცხადებას აღნიშნავს.
„ეპიფანია უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია და ქრისტეშობასა და მის თანმდევ მოვლენებს ეძღვნება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებს დღესასწაულს და სიკეთეს, სიხარულს უსურვებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.