რელიგიის სააგენტო, ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანება და აფხაზეთის მთავრობა დევნილებს დაეხმარნენ

რელიგიის სააგენტომ, ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ და ს მთავრობამ ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს.
როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათ თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებისა და გერმანიის საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს” ჰუმანიტარული დახმარება – 20 ფუთა ტანსაცმელი და 30 ცალი სასაჩუქრე ყუთი გადასცეს.
„აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი და რელიგიის სააგენტოს ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე. რელიგიის სააგენტოს, აფხაზეთის მთავრობისა და ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების საქველმოქმედო აქციები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, პერიოდულად ტარდება და აქციის ორგანიზატორთა თქმით, მომავალშიც გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა გოგოლაშვილი – დარწმუნებული ვარ, როგორც ტრამპს მისწერეს წერილი, ზუსტად ისე მისწერეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს – ევროპელებმა გამოიყენებს შესაძლებლობა, რომ დაელაპარაკონ და ირაკლი კობახიძე სამიტზე მიიწვიეს