რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

„საქართველოს ყველა მართლმადიდებელი დღეს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს. საზეიმო ლიტურგია გაიმართა თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, რომელსაც საპატრიარქო ტახტის მემკვიდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) უძღვებოდა.
საზეიმო წირვას დაესწრო სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ტაძარში შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე ტრადიციულად, არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი) გააცნო:
„დღეს მსოფლიოში მრავალგვარი რთული პროცესი მიმდინარეობს; დროც, თითქოს, დაჩქარდა; მოვლენებიც და შეხედულებებიც სწრაფად იცვლება; დაპირისპირებულობა, არასტაბილურობა, ეკოლოგიური პრობლემები, მუდმივი სტრესი, ომები … ჩვენს საერთო რეალობად იქცა. მშვიდობის მოსურნეთა მონდომება დიდია, თუმცა შედეგის მიღწევა იოლად არ ხდება… ღმერთმა დალოცოს მშვიდობისმყოფელნი, ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს მსოფლიო!“ – ნათქვამია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.
სააღდგომო ლიტურგიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პრეზიდენტი , თბილისის მერი , რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.