რელიგიის სააგენტოს დელეგაცია სომხეთში კოლეგა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, დავით დავითაშვილისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტის, ალექსანდრე შეყილაძის შემადგენლობით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლებრივი სტატუსის მინიჭებისა და რეგისტრაციის თაობაზე მოლაპარაკების დაწყების საკითხი განიხილეს.
“დელეგაციის წევრები ეთნიკურ უმცირესობათა ოფისში შეხვდნენ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მრჩეველს რელიგიურ საკითხებში, არტაშეს თუმანიანს, სომხეთის მთავრობის ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიურ საქმეთა განყოფილების უფროსს, ვარდან ასცატრიანსა და სომხეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსაზღვრე ქვეყნების დეპარტამენტის უფროსს, დავით ჯანაზიანს.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლებრივი სტატუსის მინიჭებისა და რეგისტრაციის თაობაზე მოლაპარაკების დაწყების საკითხი. საქმიანი საუბრის ფორმატში, მხარეებმა დასახეს სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, გიორგი შარვაშიძე, ელჩის მრჩეველი გიორგი ფიფია და სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, აშოტ სმბატიანი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – საგამოძიებო კომისია არის დაჭერის ფორმალური წინაპირობა, წულუკიანს იარაღის მაგივრად ადამიანებს უდებენ ჯიბეში – უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის, მე არათუ ციხისთვის, არამედ ტყვიისთვისაც ვარ მზად

ლევან ცუცქირიძე – ხვალ რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, არ უნდა ვიყოთ მზად? – დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში, რომელშიც მეტ-ნაკლებად სამართლიანი გარემო იქნება, “ქართული ოცნება” კიდევ უფრო დამაჯერებლად დამარცხდება