რელიგიის სააგენტომ და ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა წალკაში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს

წინასაახალწლოდ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა წალკის ეპარქიის მცხოვრებლებს საჩუქრები ჩაუტანეს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, მათ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული ტვირთი – ქალის, მამაკაცისა და ბავშვის 25 ფუთა ტანსაცმელი და 20 ყუთი ტკბილეულობა გადაეცათ.
„სტუმრებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა წალკის ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლმა (კაცია). საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და ანალიტიკოსი გიორგი პატაშური“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიკა ბერძენაძე: შეიძლება სააკაშვილი უმძიმესადაც გააკრიტიკო. მაგრამ როცა კრიტიკა გადადის ადამიანის უფლებების გაუქმებაში, მაშინ პრობლემა აღარ არის სააკაშვილი ! პრობლემა ხდება ის აზროვნება, რომელიც მზადაა სახელმწიფოს მისცეს მკვლელობის მორალური ლიცენზია