რეკეტი დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც ში დაიწყო ომი, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაედგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შანტაჟის მექანიზმად გამოიყენებოდა ის, რომ დაუყადაღეს რამდენიმე მილიარდზე წვდომა

რეკეტი დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც ში დაიწყო ომი, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაედგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შანტაჟის მექანიზმად გამოიყენებოდა ის, რომ დაუყადაღეს რამდენიმე მილიარდზე წვდომა
ეს არის ჩვეულებრივი რეკეტი, რომელიც უკვე დიდი ხანია დაწყებულია, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ს ადვოკატის წერილთან დაკავშირებით, რომლებშიც ნათქვამია, რომ „ს მიმართ განხორციელებული ავაზაკური რეკეტი არის უპრეცედენტო და პოლიტიკური დევნისთვის ფინანსური ბერკეტების გამოყენების კლასიკური მაგალითი“.
მისი თქმით, შანტაჟის და რეკეტის უკან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხორციელდება „დიფ სთეითი“ დგას.
„ხაზგასასმელია ის, რომ ასეთი ტიპის რეკეტი დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც უკრაინაში განვითარდა ის მოვლენები, რაც განვითარდა და ერთადერთ რაღაცას ემსახურებოდა, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს გადაედგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შანტაჟის მექანიზმად გამოიყენებოდა ის, რომ მას დაუყადაღეს რამდენიმე მილიარდზე წვდომა. რამდენიმე სასამართლო ინსტანციაც მოგებული აქვს თუმცა ამ ფულს არ უბრუნებენ. ახლაც მოლოდინი რა თქმა უნდა არის ის, რომ ვერანაირად ფულს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ვერ დაიბრუნებს იქიდან გამომდინარე, რომ ხაზს ვუსვამ – ეს არის რეკეტი „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან, „დიფ სთეითის“ მხრიდან, როგორც გინდათ ისე უწოდეთ, მხოლოდ იმის გამო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოქმედებს მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
რამდენიმე დღეში ბრიტანული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს იმ დავის შესახებ, რომელიც წლებია გრძელდება და მოსარჩელეს ყველა წინა პროცესი მოგებული აქვს, – ინფორმაციას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ადვოკატი ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი ასევე დეტალურად საუბრობს, 2008 წლიდან განვითარებულ მოვლენებზე. ადვოკატი წერს, რომ „ივანიშვილის მიმართ უცხოური სპეცსამსახურების, იგივე „დიპ სთეითის“ მხრიდან პოლიტიკური დევნა 2008 წელს დაიწყო“.

ასევე დაგაინტერესებთ

თუკი რომელიმე ელჩს სურს, რომ ჰქონდეს პირადი თუ ოფიციალური კონტაქტი რადიკალურ ჯგუფებთან, ეს მისი თავისუფლებაა – შეხვდეს, მაგრამ ის ასევე შეეგუოს, რომ ამაზე ჩვენ გვექნება ჩვენი კომენტარი თუ რეაქცია