“რეისები რუსეთთან, გუგუნი და “სოლნეჩნაია გრუზია”, ვისაც არ მოგწონთ წადით, სანამ ევროპაში უვიზოა” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
ამაზე გასაგებად როგორღა უნდა თქვას ოცნებამ აღარ ვიცი: კანონს იღებს იმტომ, რომ არ დაუშვას მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, არცერთი ორგანიზაციის, არცერთი ადამიანის დაფინანსება, ვინც მას გააკრიტიკებს. არავინ აღარ უნდა დარჩეს, ვინც გააშუქებს და გააპროტესტებს კორუფციას, ადამიანის უფლებების დარღვევას, არჩევნების გაყალბებას და ა.შ. ამ კანონის მიღების შემდეგ ადამინები, ვისაც აქამდეც, წლების მანძილზე ყველა საშუალებით ავიწროვებდნენ ქოცები, უნდა წავიდნენ ქვეყნიდან, და არ შეუშალონ ხელი და აღარ მოუშალონ ნერვები ბ–ნ ბიძინას. ვინც აქ დარჩება, იმათი ნაწილი ბიუჯეტის კარმუშკაზე იქნება, ნაწილი თვითდასაქმდება, ნაწილს გაქცეულები გამოუგზავნიან ფულს, რომ შიმშილით არ ამოწყდნენ, მეტი ფული არ ჭირდებათ, რაც მეტი ექნებათ უფრო მეტი მოუნდებათ და როგორც ბ–ნი ბიძინა იტყოდა, გაუბედურდებიან. დასავლეთი უნდა გავიდეს აქედან თავისი ფონდებიან–ინსტიტუტებიანად და აღარ შეუჭამოს ტვინი ქოცებს თავისი განცხადებებით და კრიტიკით. დიდი ამბავი, თუ ახლა სადმე საირიგაციო პროექტები შეჩერდება ან კულტურული მემკვიდრეობა აოხრდება. მაინც ვეღარავინ გააპროტესტებს ვერსად. რომელი ელჩიც ცუდად მოიქცევა, უბრალოდ გააგდებენ აქედან. გაიხსნება კიდევ უფრო მეტი გზები, ტრასები, რკინიგზები, რეისები რუსეთთან, იქნება გუგუნი და სოლნეჩნაია გრუზია. ვისაც არ მოგწონთ წადით, სანამ ევროპაში უვიზოა. ამდენი ხანია გვიხსნიან და მართლა რატომ ვერ გავიგეთ და რატომ შეჭამეს ორი დღეა კითხვებით, წარმოუდგენელია.

ასევე დაგაინტერესებთ