რეინოლდსი და ჯეკმანი ბრუნდებიან – DEADPOOL & WOLVERINE-ის ტრეილერი გამოვიდა

Disney-მ მომავალი მძაფრსიუჟეტიანი კომედიის Deadpool & Wolverine-ის პირველი სრული ტრეილერი გამოაქვეყნა.
ფილმში მთავარ როლებს რაიან რეინოლდსი და ჰიუ ჯეკმანი ასრულებენ. სურათში ასევე მონაწილეობენ ოუენ უილსონი, ემა კორინი, მორენა ბაკარინი და ჯენიფერ გარნერი.
პროექტის Free Guy-ს, The Adam Project-ისა და Night at the Museum-ის ტრილოგიის რეჟისორი შონ ლევაი ხელმძღვანელობს.
Deadpool & Wolverine მსოფლიოს კინოგაქირავებაში მიმდინარე წლის 26 ივლისს გამოვა.