“რეიკიანესის ნახევარკუნძული შეიძლება ხშირი ამოფრქვევების პერიოდში გადავიდეს” – ისლანდიაში ვულკანმა რამდენიმე სახლი გაანადგურა

ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთით, ვულკანიდან ლავის ნაკადი თითქმის შეჩერდა. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, რამდენიმე სახლი განადგურდა. ოფიციალური პირების თქმით, დანარჩენ ისლანდიას საფრთხე არ ემუქრება.
ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, გრინდავიკის მახლობლად ვითარება “ძალიან შემსუბუქდა”. ვულკანოლოგმა ევგენია ილინსკაიამ განაცხადა, რომ რეიკიანესის ნახევარკუნძული შეიძლება გადავიდეს ხშირი ამოფრქვევების პერიოდში და ამოფრქვევები, შესაძლოა, მოხდეს ყოველ რამდენიმე თვეში ან წელიწადში ერთხელ, ათწლეულის ან რამდენიმე საუკუნის განმავლობაში.
პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოუტირის თქმით, ამოფრქვევა იყო “შავი დღე მთელი ისლანდიისთვის”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში