რეზო ხარაზის განცხადებით, ბათუმის „სანდასუფთავების“ სამსახურში დარღვევები გამოვლინდა

ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის განცხადებით, 2021-2022 წლების სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, ს „სანდასუფთავების” სამსახურში დარღვევები გამოვლინდა. რეზო ხარაზი ბათუმის მერს არჩილ ჩიქოვანს პასუხისმგებლობას აკისრებს.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, გამოქვეყნებული დასკვნით, რომელიც ბათუმის მერიის დაქვემდებარებულ ორგანიზაციას შპს “სანდასუფთავებას” ეხება, აღწერილია ის პრობლემები, რომლებზეც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წლების განმავლობაში საუბრობდა. დასკვნის მიხედვით არამიზნობრივად არის გახარჯული საწვავი, ასევე სამსახურმა ვერ უზრუნველყო ფინანსების სწორად ხარჯვა, შესყიდვები სარისკოა და შეიცავს კორუფციის რისკებს. “ნაციონალური მოძრაობა” პასუხისმგებლობას აკისრებს ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს. სწორედ რომ მისი და მისი გუნდის დამსახურებაა არაეფექტურად სამსახურის ფუნქციონირება.
ბათუმის მერია, თავისი სამსახურებით ვერ ახდენს მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების უზრუნველყოფას“, – აცხადებს რეზო ხარაზი.