რეზო შატაკიშვილი: ბადრი მაისურაძემ პაატა ბურჭულაძე ოპერაში არ შეუშვა რომ იუბილე გაემართა. მაგრად დაუფასა ამაგი პაატა ბურჭულაძეს, მაგრად

ბადრი მაისურაძემ პაატა ბურჭულაძე ოპერაში არ შეუშვა რომ იუბილე გაემართა. ყველა მხოლოდ ქოციანობით ხსნის ამ ფაქტს, არადა, მე მგონი, მთავარი მაინც ისაა რომ როგორც კი საშუალება მიეცა, მუდამ ბურჭულაძის ჩრდილში მყოფმა მაისურაძემ მოუნელებელი შური და ბოღმა ამოანთხია.

ძაანაც ნუ გაამტყუნებთ – მოდი და ნუ შეგშურდება პაატა ბურჭულაძის. მერე რა რომ თავის დროზე, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ უკვე სახელოვანმა პაატა ბურჭულაძემ გაუგონარი სამსახური გაუწია მას და ამის შესახებ, წერია კიდეც მაისურაძისავე ვიკიპედიაში: “ბადრი მაისურაძის დებიუტი შედგა 1980 წელს, ოთარ თაქთაქიშვილის „მინდიაში“. პაატა ბურჭულაძის შუამავლობით მისით დაინტერესდა რამდენიმე უცხოელი იმპრესარიო”… მაგრად დაუფასა ამაგი პაატა ბურჭულაძეს, მაგრად.

პაატა ბურჭულაძეს მაგით არაფერი დააკლდება, სადაც ის იქნება, ოპერაც იქ იქნება. არის ამაში რაღაც მეფური, ყველაზე აქირავებენ ოპერას და მსოფლიოში ყველაზე ცნობილ, ყველაზე სახელგანთქმულ ქართველ საოპერო მომღერალს კარი დაუკეტეს,” – წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი, ჟურნალისტი რეზო შატაკიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა