რეზო კიკნაძე: ნოდარ მელაძის გადაცემაში ვნახე, აწ უკვე ცნობილი ბადრაგი… იმ ხუთიდან ერთ-ერთია, მე რომ უმიზეზოდ ჩამიყვანა კარცერში

სინდისის პატიმარმა რეზო კიკნაძემ  შაბათის ეთერში გასულ რეპორტაჟში ის ბადრაგი ამოიცნო, რომელმაც, მისი თქმით, სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა და კარცერში ჩააგდო. საუბარია იმავე ბადრაგზე, რომელსაც ასევე გიორგი ბაჩიაშვილი ციხიდან გამოგზანილ წერილში ახსენებს და ამბობს, რომ ის თავდამსხმელის მითითებას დაემორჩილა და სისხლიან ანგარიშსწორებაში არ ჩარეულა.

მოგვიანებით “შაბათის ეთერმა” გაარკვია, რომ ეს ადამიანი არჩილ ბათხაძეა.

რეზო კიკნაძე აღნიშნავს, რომ ამ ბადრასგისგან მსგავის ქმედება სულაც არ გაკვირვებია.

ნოდარ მელაძის გადაცემაში ვნახე, აწ უკვე ცნობილი ბადრაგის, არჩილის ფოტო. იმ ხუთიდან ერთ-ერთია, მე რომ საკნიდან გამომათრიეს და უმიზეზოდ ჩამიყვანა კარცერში ეგეც და ხის სკამზე დამსვა და ადიელაზე დამიწყო სულელური კითხვები: ეს ადიელა ტ* ქვეშ რატომ გიდევს? ტრაკი რბილად გინდა რომ გქონდესო? ტ* დასაფენად იყენებთო ადიალასო? მსგავსი გამომწვევი საუბრით ავიჭერი. სულაც არ გამიკვირდა, რომ არჩილი ეგ ტიპი აღმოჩნდა, – წერს რეზო კიკნაძე.