“რეზოლუციამ გამოხატა წუხილი სააკაშვილის მდგომარეობაზე” – ევროპარლამენტარი ოცნებას პასუხობს

ევროპარლამენტარი ლარს პატრიკ ბერგი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების პროცესი საქართველოს შიდა საკითხია, თუმცა ის ჰუმანიტარული თანაგრძნობის საშუალებას უნდა იძლეოდეს.
ამ განცხადებით მან ფორმულას კითხვას უპასუხა, რომელიც ევროპარლამენტარების მიმართ ქართული ოცნების კრიტიკას ეხებოდა. კერძოდ, მმართველი გუნდის ლიდერები ევროპელ ლიდერებს რეზოლუციაში ს შესახებ შეტანილი ცვლილების გამო დაესხნენ თავს.
კრიტიკამდე ევროპარლამენტარ ლარს პატრიკ ბერგს ქართული ოცნების წევრები შეხვდნენ. ის ანა ფოტიგას თანაპარტიელია, ანა ფოტიგა კი შესწორების ავტორია, რომელიც რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა.