რეზერვების გაყიდვის მიუხედავად, ლარი მაინც გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ 48.7 მილიონი დოლარის რეზერვის გაყიდვის მიუხედავად, ლარი თითქმის ყველა უცხოურ ვალუტასთან, მათ შორის ევროსთან და დოლართან მიმართებით გაუფასურდა.
29 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ეროვნული ვალუტა დოლართან 1,67 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან — 2.37 თეთრით.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, დოლარის ღირებულება 2.7847 ლარი გახდა, ევროსი კი — 3.0295 ლარი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 60 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც 48 700 000 აშშ დოლარი გაიყიდა.
საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა.
სანამ ეროვნული ბანკი რეზერვს გაყიდდა, ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში უფრო მკვეთრად უფასურდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – თსუ-ის მარშზე არ ვიყავით წარმოდგენილი, აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც ბოიკოტის მხარდაჭერას გულისხმობს – მონაწილეები ვიყავით და ვიქნებით ყველა ტიპის ქუჩის პროტესტში

ინფრასტრუქტურის მინისტრი ჯუთამდე მისასვლელ გზაზე – დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შედეგებზე დაყრდნობით მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება