საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ტაისონ ფიურისა და ოლექსანდრ უსიკის რემატჩი შედგა, სადაც 12-რაუნდიან ბრძოლაში გამარჯვება კვლავ უკრაინელმა მებრძოლმა მოიპოვა.
“თეთრმა კურდღელმა” მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და WBA-ს, WBC-ისა და IBO-ს ქამრების დაცვა მოახერხა.
მებრძოლებს შორის პირველი დაპირისპირება 2024 წლის მაისში შედგა, უკრაინელმა ფიურის მაშინაც მსაჯების გადაწყვეტილებით აჯობა.
“ფიური დიდებული მოკრივეა. ეს ჩემი კარიერის დაუჯერებელი მომენტია, გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი”, – განაცხადა უსიკმა ბრძოლის შემდეგ.
37 წლის უსიკს კარიერაში ჩატარებული 23 ბრძოლიდან 23 მოგება აქვს.
რაც შეეხება 36 წლის ფიურის, ამერიკელი
37 ბრძოლიდან 34-ჯერ გამარჯვებული დარჩა, 2-ჯერ უსიკთან დამარცხდა, ერთხელ კი ბრძოლა ფრედ დაასრულა.