რევანშისტი ნაკონგლომერატის სიმახინჯეებზე დაყრდნობით პოლიტიკის წარმოება ქართულ საზოგადოებასთან საღად მოაზროვნე ამერიკული ისტებლიშმენტის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს

რევანშისტი ნაკონგლომერატის სიმახინჯეებზე დაყრდნობით პოლიტიკის წარმოება ქართულ საზოგადოებასთან საღად მოაზროვნე ამერიკული ისტებლიშმენტის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს
„ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ ე.წ. ვეტინგზე და რამდენიმე მოსამართლის უარგუმენტო სავიზო დასანქცირების გაუქმებაზე ხმამაღალი საუბარი ვერანაირად იქნება არამეგობრული“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადების შესახებ, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის სახელით მიმართავს -ის საელჩოს, ქალბატონ ელჩს, რომ ქართველ მოსამართლეებს მოეხსნათ სანქციები, რომელიც შტატების მხრიდან დაუწესდათ.
ანალიტიკოსის თქმით, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა თანაბარუფლებიანობის შეუვალი პრინციპის დაცვით, პოლიტიკური ძალის ღირსებაზე, პატრიოტიზმსა და თავმოყვარეობაზე მიუთითებს.
„მმართველი გუნდის სახელით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტიისთვის დამახასიათებელი განცხადებით მიმართა სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს.
საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა თანაბარუფლებიანობის შეუვალი პრინციპის დაცვით, პოლიტიკური ძალის ღირსებაზე, პატრიოტიზმსა და თავმოყვარეობაზე მიუთითებს. არასაჭირო, ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ ე.წ. ვეტინგზე და რამდენიმე მოსამართლის უარგუმენტო სავიზო დასანქცირების გაუქმებაზე ხმამაღალი საუბარი ვერანაირად იქნება არამეგობრული.
რა, პრეზიდენტი მაკრონი და კანცლერი შოლცი არამეგობრები ხდებიან, როცა გარკვეულ საკითხებზე უთანხმოება აქვთ და ეს ჩანს საჯარო სივრცეში? ცხადია, არა. ყველაფერი გვარდება კომუნიკაციით. მესმის, რომ ამერიკულ მხარეს სურს სახის შენარჩუნება ცალკეულ მოსამართლეებზე უსაგნო სავიზო სანქციების უკან გაწვევაზე. ეს რაც მალე აღსრულდება, მით უკეთესი. სხვაგვარად გამოვა, რომ კრიმინალი გვარამიას მსგავსად, არ ეთანხმებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. რევანშისტი ნაკონგლომერატის სიმახინჯეებზე დაყრდნობით პოლიტიკის წარმოება ქართულ საზოგადოებასთან საღად მოაზროვნე ამერიკული ისტებლიშმენტის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
Previous: როცა ვეტინგს, ჩვენი სურვილის წინააღმდეგ გვაჩეჩებენ და არაფერს გვეუბნებიან ჩვენი მოსამართლეების დასანქცირების მიზეზებზე, როგორც მინიმუმ მათთვის სანქციების მოხსნის საკითხი უნდა დადგეს

ასევე დაგაინტერესებთ

სანქციები იქნება, რა მერე? ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია სანქცირებულია, მიუხედავად ამისა, „აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს„ და ეს 200 000-კაციან მიტინგზეც დაადასტურა, რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?!