რეგულაციის ამოქმედება, რომლის მიხედვითაც საქართველოში, 150 კმ-ზე მეტ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით იკრძალებოდა, ნახევარი წლით გადაიდო

რეგულაციის ამოქმედება, რომლის მიხედვითაც საქართველოში, 150 კმ-ზე მეტ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით იკრძალებოდა, ნახევარი წლით გადაიდო.
რეგულაციის ამოქმედების თარიღში შესაბამისი ცვლილება „ავტოსადგურისა და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ ტექნიკურ რეგლამენტში შევიდა.
დოკუმენტის მიხედვით, რეგულაცია 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
„ქალაქებს (თბილისი, ქუთაისი, , ზუგდიდი, თელავი) და ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოემსახუროს მხოლოდ III კლასის არანაკლებ 35 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე M3 კატეგორიის და მინიმუმ „EURO IV უსაფრთხო კატეგორიის“ ავტობუსი ან ავტობუსი, რომლის გამოშვების თარიღიდან გასულია არაუმეტეს 20 წლისა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია