რეგიონში სასმელი წყალი, სომხეთის გარდა, ყველაზე ძვირი საქართველოშია – Numbeo

გლობალური მონაცემთა ბაზა Numbeo, რომელიც მსოფლიოში სამომხმარებლო ფასებს სწავლობს, მსოფლიოს 94 ქვეყანაში სასმელი წყლის ფასების რეიტინგს აქვეყნებს.
Numbeo-ს მიხედვით, მსოფლიოში 1.5 ლიტრიანი სასმელი წყალი ყველაზე ძვირი კოსტა რიკაშია და 2.35 დოლარი ღირს. სამეულშია და ნორვეგია, სადაც ამავე შეფუთვით სასმელი წყალი 2.19 და 2.04 დოლარი ღირს.
94 ქვეყანას შორის, 1.5 ლიტრიანი შეფუთვით, წყლის ფასით საქართველო 59-ე ადგილზეა და 1.5 ლ. წყლის საშუალო ფასი $0.61-ია. მეზობელი ქვეყნებიდან წყალი უფრო იაფია აზერბაიჯანში, თურქეთსა და რუსეთში. სომხეთში კი $0.04-ით ძვირია.
რეიტინგში სომხეთი 53-ე ადგილზეა. იქ 1.5 ლიტრიანი წყალი $0.65 ღირს.
აზერბაიჯანი 65-ე ადგილზეა ($0.57), 71-ზეა – ($0.55), 77-ზე ($0.49). თურქეთი კი იმ ქვეყნების ათეულში აღმოჩნდა, სადაც წყალი ყველაზე იაფია. იქ 1.5 ლიტრიანი შეფუთვით წყალი $0.31 ღირს.
წყალი ყველაზე იაფია ეგვიპტეშია. იქ 1.5 ლიტრიანი შეფუთვით სასმელი წყალი $0.18 ღირს. ათეულშია: ლიბია, ირანი, ბანგლადეში, ნეპალი, ტუნისი, ალჟირი. თურქეთი, ინდოეთი და პაკისატანი. სადაც ამავე შეფუთვაში წყლის ფასი $0.18-დან $0.36-მდე მერყეობს.