რეგიონული დაძაბულობის ფონზე შვედეთი ბეირუთში საელჩოს დახურვას გეგმავს

რეგიონული დაძაბულობის ფონზე შვედეთი ბეირუთში საელჩოს დახურვას გეგმავს, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა განაცხადა.
„საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის თანამშრომლებს აცნობა, რომ ბეირუთი დატოვონ და კვიპროსში გაემგზავრონ, საგარეო საქმეთა სამინისტრო კი საელჩოს დროებით გადატანას გეგმავს“, – განაცხადა ტობიას ბილსტრომმა.
ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრმა შვედეთის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიესა და „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუქრის მკვლელობის შემდეგ რეგიონში არსებული დაძაბულობა გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)