ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ბიზნეს სექტორზე ნეგატიურად აისახა, განსაკუთრებით კი ეს ტურისტულ სექტორს შეეხო. სასტუმროების ნაწილს გაუუქმდათ ჯავშნები.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ინ ჯგუფის“ დამფუძნებელს ერეკლე კოკაიას აცხადებს, პრობლემები შეეხო ჯგუფის მართვის ქვეშ მყოფ სასტუმროებსაც, გაუქმდა ჯავშნები, განსაკუთრებით კი კორპორატიული სეგმენტის მიმართულებით.
„გაუქმდა ჯავშნები, განსაკუთრებით შემცირდა კორპორატიული ჯავშნები, რაც ყველაზე შემოსავლიანია. ასევე, ჯავშნები გააუქმეს სომხეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან“, – აცხადებს ერეკლე კოკაია.
მისივე თქმით, თბილისთან შედარებით რეგიონებში მდებარე კურორტები უკეთეს მდგომარეობაშია.
„რეგიონებში ახალი წლისთვის ჯავშნებს ვიღებთ, გვაქვს მაღალი დატვირთულობა, მაგრამ ეს გარანტირებული არ არის“, – ამბობს კოკაია.
შეგახსენებთ, რომ თითქმის 3 კვირაა კვირაზე მეტია თბილისსა და რეგიონებში იმართება საპროტესტო აქციები. ამის მიზეზი პრემიერი ის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებასა და გრანტებზე 2028 წლის ბოლომდე უარს აცხადებს.