რეგიონებიდან პროევროპულ აქციაში მონაწილეობის მსურველებს თბილისში დასარჩენს სთავაზობენ

Facebook-ზე შეიქმნა ჯგუფი რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ვისაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობა სურს. მოქალაქეები მათ თბილისში უფასო დასარჩენს სთავაზობენ.
ჯგუფის სახელია დაიტოვე და მასში უკვე 1 500 ადამიანია გაწევრიანებული.
თბილისში ყოველდღიურად იმართება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები და მსვლელობები. მორიგი აქცია არის დაგეგმილი დღეს, 30 აპრილს, 19:00 საათზე.