რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები?

Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ
2017 წელს სამხრეთ კორეულმა Samsung-მა, ბაზარზე QLED ტექნოლოგიით მხარდაჭერილი პირველი ტელევიზორი წარადგინა და მომხმარებლების გამოცდილება ახალ ეტაპზე გადაიყვანა. Samsung-ის ტელევიზორები ყოველწლიურად მკაცრ ტესტირებებს გადის და ადასტურებს პროდუქტში ტექნოლოგიის შესაბამისი ნივთიერებების არსებობას.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბაზარზე ტელევიზორების მწარმოებელი ზოგიერთი ჩინური ბრენდი მოცემულ ტექნოლოგიას მხოლოდ სარეკლამო მიზნებისთვის იყენებს და რეალურად, მათ ტელევიზორებში QLED (კვანტური წერტილების) ტექნოლოგიის შესაბამისი ნივთიერებები არ ვლინდება. რის გამოც, ეს კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ.
რას გულისხმობს QLED ტელევიზორი?
Quantum Dot LED ტელევიზორის ეკრანში გამოყენებულია ძალიან პატარა კრისტალები, რომლებიც ფერთა ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ. ისინი თვალისთვის უხილავია, მაგრამ უზრუნველყოფენ უფრო მკვეთრ ფერებს, მაღალ სიკაშკაშეს, უკეთეს კონტრასტს და ფერთა სიზუსტეს. მათი ზომა 2-10 ნანომეტრია და საშუალებას იძლევა გადმოიცეს მილიარდზე მეტი ფერის ჩრდილი.
Quantum dot ანუ კვანტური წერტილების ტექნოლოგია, შეიცავს ორ ყველაზე მნიშვნელოვან მასალას: ინდიუმსა და კადმიუმს, რომლებიც უზრუნველყოფენ ფერთა სიმკვეთრესა და სიზუსტეს.
სამართლებრივი დავა ცნობილ ჩინურ კომპანიასთან
25 თებერვალს, ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის რაიონულ სასამართლოში ჯგუფური სარჩელი შევიდა. მოსარჩელე, რობერტ მაკიოსე, ამტკიცებდა, რომ ტელევიზორების მწარმოებელი, ერთ-ერთი ცნობილი ჩინური კომპანია, რეკლამაში ყალბ ინფორმაციას აჟღერებდა და შეცდომაში შეჰყავდა ტელევიზორების მყიდველები.
საქმე ეხება ამ ჩინური კომპანიის სარეკლამო ვიდეორგოლს შემდეგი ტექსტით: ”QLED კვანტური წერტილების ტექნოლოგია მნიშვნელოვნად აფართოებს ფერთა დიაპაზონს, ამრიგად, შეგიძლიათ შეიგრძნოთ კარიბის ზღვის ყოველი ტალღა და უდაბნოს მზის ჩასვლის ყოველი ფერი”- ეს ტექსტი გაჟღერებულია კომპანიის 43-ინჩიანი QD5 სერიის ტელევიზორის რეკლამაში.
თუმცა, სარჩელის თანახმად, ამ კომპანიის ტელევიზორებში QLED ტექნოლოგია არ არის ან იმდენად მცირე რაოდენობით გვხვდება, რომ ვერ უზრუნველყოფს გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესებას. სარჩელი მოიცავს რამდენიმე სამართლებრივ საკითხს, როგორებიცაა: ნიუ-იორკის მომხმარებელთა დაცვის კანონების დარღვევა, თაღლითობა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოცემული სარეკლამო ტექსტი მარკეტინგული ხრიკია და მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს, რადგან რეალურად, მოცემული ტელევიზორი არა QLED, არამედ უბრალოდ LED ტელევიზორის ხაზის შესაბამისია.
2024 წლის შემთხვევა კიდევ ერთ ჩინურ კომპანიაზე
QLED ტექნოლოგიასთან შეუსაბამობის გამო ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ ერთი ბრენდი, არამედ სხვა კომპანიებიც მოექცნენ. 2024 წელს სამხრეთ კორეულმა Hansol Chemical-მა, რომელიც კვანტური წერტილების მასალების წამყვანი მიმწოდებელია, განაცხადა, რომ ერთ-ერთი ცნობილი ჩინური კომპანია, ტელევიზორებში სინამდვილეში QLED ტექნოლოგიას არ იყენებდა.
ამის დასადასტურებლად, SGS-მა და Intertek-მა ჩაატარეს დამოუკიდებელი ტესტირება Hansol Chemical-ის დაკვეთით. კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნულ ტელევიზორებში არ აღმოჩნდა QLED ტექნოლოგიისთვის დამახასიათებელი მასალები – ინდიუმი და კადმიუმი.
ტესტის შედეგების საფუძველზე, Hansol Chemical-მა საჩივარი შეიტანა კორეის სამართლიანი ვაჭრობის კომისიაში, სადაც ჩინური კომპანია არასწორ რეკლამაში დაადანაშაულა.
მიუხედავად ამისა, ჩინურმა კომპანიამ ბრალდებები უარყო, გამოაქვეყნა საკუთარი ტესტირების შედეგები და აღნიშნა, რომ მისი ტელევიზორები შეიცავს 4 მგ კადმიუმს თითო კილოგრამზე, რაც ძალიან მცირე რაოდენობაა და ვერ უზრუნველყოფს გამოსახულების ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ დასრულდება სამართლებრივი დავა, თუმცა აშკარაა, რომ მომხმარებლების აღქმებსა და დამოკიდებულებებზე ამ შემთხვევებს დიდი გავლენა ექნება.
Samsung-ის უპირობო ლიდერობა ბაზარზე
აღსანიშნავია, რომ Samsung-ი QLED ტექნოლოგიის დანერგვაში პირველია. ბრენდმა ჯერ კიდევ 2001 წელს დაიწყო კვანტური წერტილების ტექნოლოგიის შემუშავება. პირველი ნაბიჯი იყო კადმიუმისგან თავისუფალი ნანო-კრისტალების შექმნა 2014 წელს.
მრავალი წლის მუშაობის შემდეგ, Samsung-მა დააგროვა გამოცდილება, დაარეგისტრირა 150-ზე მეტი პატენტი და 2017 წელს წარადგინა პირველი QLED ტელევიზორები. ტექნოლოგია მუდმივად უმჯობესდება, ხოლო 2022 წელს CES გამოფენაზე კომპანიამ წარმოადგინა QD-OLED ეკრანები, რომლებმაც “საუკეთესო ინოვაციის” ჯილდო მოიპოვეს.
QD-OLED ტელევიზორები აერთიანებს QLED-ის სიკაშკაშესა და ფერების სიზუსტეს, OLED-ის საუკეთესო კონტრასტსა და მუქ ფერებთან, რათა შექმნას უმაღლესი ხარისხის გამოსახულება.
Samsung-ი უკვე 19 წელია პრემიუმ და ულტრა-დიდი ტელევიზორების ბაზრის ლიდერია. Omdia-ს მონაცემებით, 2024 წელს კომპანიამ ტელევიზორების გლობალურ ბაზარზე 28.3%-იანი წილი მოიპოვა და 2006 წლის შემდეგ, ზედიზედ მე-19 წელია პირველობას ინარჩუნებს.
გარდა ამისა, Samsung-ი აქტიურად ავითარებს ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ ტელევიზორებს, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს მის ლიდერობას ინოვაციებსა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში.