“რეალი” ლუნინს გაწეულ სამუშაოს უფასებს – კონტრაქტსაც გაუხანგრძლივებს და ხელფასსაც გაუზრდის

Mario Cortegana-ს ინფორმაციით, “რეალი” გუნდის მეკარე ანდრეი ლუნინს გაწეულ სამუშაოს დაუფასებს, მალე მას გასამრჯელოსაც გაუზრდის და კონტრაქტსაც გაუხანგრძლივებს.
ახალი შრომითი ხელშეკრულებით, უკრაინელი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 2028 წლამდე დარჩება.
ლუნინმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 27 გოლი გაუშვა. 12 შეხვედრაში მან კარი მშრალად შეინახა.