“რეალის” ყოფილმა მეკარემ, დიეგო ლოპესმა, ფეხბურთელის კარიერა 42 წლის ასაკში დაასრულა, – იტყობინება “მუნდო დეპორტივო”.
დიეგო ლოპესს “რაიო ვალეკანოსთან” კონტრაქტი ზაფხულში დაუსრულდა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო.
ლოპესი “რეალში”, “მილანში”, “ვილიარეალში”, “სევილიასა” და “ესპანიოლში” თამაშობდა. მას ესპანეთის ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.