“რეალის” საქციელი აღმაშფოთებელია, როდრის მთელ მსოფლიოში პატივს სცემენ, რასაც ვინისიუსზე ვერ ვიტყვი” – გარი ნევილი

ვეტერანი ფეხბურთელი და ამჟამად საფეხბურთო ანალიტიკოსი გარი ნევილი “ოქროს ბურთის” ცერემონიალს გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ჯილდოს “რეალის” ვარსკვლავი ვინისიუს ჟუნიორი ვერ მოიგებდა, “ბლანკოსმა” პარიზში გამგზავრებაზე უარი თქვა.
ნევილის თქმით, “სამეფო კლუბის” ეს გადაწყვეტილება აღმაშფოთებელია.
“მოხარული ვარ, რომ “ოქროს ბურთი” როდრიმ მოიგო, ესპანელი მთელი სეზონის განმავლობაში ტოპ დონეზე ასპარეზობდა.
მესმის “რეალისა” და ბრაზილიელების იმედგაცრუება, რომ ჯილდო ვინისიუსმა ვერ მოიგო, ის განსაკუთრებული ტალანტია და ერთ დღეს “ოქროს ბურთს” აუცილებლად მოიგებს. თუმცა რაც “სამეფო კლუბმა” გააკეთა, აღმაშფოთებელი და უპატივცემულობა იყო.
როდრის მთელ მსოფლიოში პატივს სცემენ, ვინისიუსზე კი იმავეს ვერ ვიტყვი”, – განაცხადა გარი ნევილმა.